Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში საპროტესტო გამოსვლებს სულ ცოტა 12 ადამიანი შეეწირა


ავღანეთიდან გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა, თორმეტი ადამიანი იქნა მოკლული დემონსტრაციებზე, რომლებიც პარასკევის ლოცვის შემდეგ ჩატარდა ნატოს სამხედრო ბაზაზე ყურანის დაწვის გასაპროტესტებლად. გავრცელებული ცნობებით, საპროტესტო აქციები პაკისტანის ქალაქებსაც მოედო. ინციდენტი, რომლის გამოც ავღანეთში უკვე მეოთხე დღეა, გრძელდება საპროტესტო გამოსვლები და ძალადობა, ორშაბათს მოხდა ბაგრამის სამხედრო ბაზაზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ავღანელ კოლეგას გაუგზავნა წერილი, რომელშიც ოფიციალურად იხდის ბოდიშს ყურანის დაწვასთან დაკავშირებული ინიცდენტის გამო.
XS
SM
MD
LG