Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ პეტერბურგში მოეწყო პუტინის საწინააღმდეგო დემონსტრაცია


სანქტ პეტერბურგის ცენტრში დღეს ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა პრემიერ-მინისტრ ვლადმირ პუტინის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. პუტინი, სავარაუდოდ, პრეზიდენტის პოსტს დაუბრუნდება 4 მარტის არჩევნების შედეგად. დემონსტრანტებმა სანქტ პეტერბურგის ქუჩებში ჩაიარეს პუტინის საწინაააღმდეგო ლოზუნგებით, ვიდრე ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებოდნენ. აქცია სანქცირებული იყო და, ცნობების თანახმად, არავინ დაუკავებით. ვლადიმირ პუტინი 2000-2008 წლამდე ორი ვადით იყო რუსეთის პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG