Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დაანგრიეს კოპლექსი, რომელსაც თავს აფარებდა ოსამა ბინ ლადენი


პაკისტანში დაანგრიეს კომპლექსი, რომელსაც თავს აფარებდა ალ-ყაიდის ლიდერი ოსამა ბინ ლადენი და რომელშიც ის მოკლეს. პაკისტანის უშიშროების ძალებმა კვირას დაასრულეს შენობების დემონტაჟი. ბინ ლადენი გასული წლის 2 მაისს, პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში მოკლეს ამერიკელი სამხედროების სპეცოპერაციის შედეგად. პაკისტანის ხელისუფლებას არ განუმარტავს, რატომ გადაწყდა კომპლექსის ახლა დანგრევა.
XS
SM
MD
LG