Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ციხიდან გაქცეული 5 პატიმრიდან ორი ნებაყოფლობით დაბრუნდა


ცხინვალის ციხიდან გაქცეული 5 პატიმრიდან ორი ნებაყოფლობით გამოცხადდა დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურაში. ამ ცნობას ოსური სააგენტო ”რეს”-ი ავრცელებს. პროკურატურის წარმომადგენელმა სააგენტოს განუცხადა, რომ კიდევ ერთი პატიმარი აპირებს ნებაყოფლობით დაბრუნებას. დარჩენილ ორს კი ეძებენ. გაქცეული პატიმრები სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, კერძოდ - ყაჩაღობისთვის იხდიდნენ სასჯელს.
XS
SM
MD
LG