Accessibility links

logo-print

მინსკი ევროკავშირს ადანაშაულებს „დაძაბულობის გამწვავებაში“


ბელორუსია ევროკავშირს ადანაშაულებს „დაძაბულობის გამწვავებაში“ გადაწყვეტილებით, რომ მინსკიდან კონსულტაციებზე გაიწვიონ ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის ელჩები. ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ბელორუსიის მთავრობამ განაცხადა, რომ მინსკში პოლონეთის ელჩსა და ევროკავშირის წარმომადგენელს სთხოვს ქვეყნის დატოვებას. თავის მხრივ, ბელორუსიის მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზი იყო ევროკავშირის მიერ მის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება. ბელორუსიის საგარეო უწყების დღევანდელი განცხადებით, გადაწყვეტილება მინსკიდან ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ელჩების გაყვანის თაობაზე, რომლის შესახებაც სამშაბათს გამოაცხადა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეთრინ ეშტონმა, არის „ჩიხისაკენ მიმავალი გზა“.
XS
SM
MD
LG