Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილმა პოლიციას მოუწოდა, არ შეასრულოს ხელისუფლების უკანონო ბრძანებები


ხაშურის პოლიციის შენობაში გარდაცვლილ სოლომონ ქიმერიძეს "სააკაშვილის ძალადობრივი იდეოლოგიის კიდევ ერთ მსხვერპლად" მიიჩნევს საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. მისი განცხადებით, ხელისუფლებას, რომელსაც კანონიერების დაცვის პრეტენზია აქვს, მინიმუმ გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან უნდა გაეთავისუფლებინა ხაშურის პოლიციის უფროსი, რაც არ მომხდარა. ბიძინა ივანიშვილმა პოლიციელებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ხელისუფლების უკანონო ბრძანებების შესრულებისგან, რადგან სააკაშვილის სისტემა მალე დაიმსხვრევა და მათ მოუწევთ კანონის წინაშე პასუხი აგონ.
XS
SM
MD
LG