Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქებამ ორი სამოქალაქო პირი შეიწირა


ავღანეთში, სულ ცოტა, ორი სამოქალაქო პირი შეიწირა აფეთქებამ, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო ბაგრამის სამხედრო ბაზასთან. გასულ თვეში ამ ბაზაზე დაწვეს ყურანები, რასაც აღშფოთება და საპროტესტო აქციები მოჰყვა ავღანეთში. ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქება მიმართული იყო ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების ავტომანქანის წინააღმდეგ ჭიშკართან, რომლის გავლაც საჭიროა ბაგრამის საჰაერო ბაზაზე შესასვლელად. ნატოს პრესმდივნის განცხადებით, თავდასხმის შედეგად არ დაშავებულან საერთაშორისო ძალების წევრები. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა აფეთქებაზე, რომელიც, მისი განცხადებით, არის „შურისძიება“ ყურანების დაწვის გამო.
XS
SM
MD
LG