Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა შესაძლოა, დაუშვას უცხოელი ექსპერტები ფარჩინის სამხედრო ობიექტზე


ირანი აცხადებს, რომ მზად არის, ფარჩინის სამხედრო ობიექტზე დაუშვას ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები. ეს ობიექტი, სავარაუდოდ, ირანის საიდმულო სამხედრო ბირთვული პროგრამის შემადგენელი ნაწილია. ირანის საინფორმაციო სააგენტო „ისნა“ ატომური ენერგეტიკის სააგენტოში ირანის მისიის განცხადებაზე მითითებით იუწყება, რომ უცხოელ ექსპერტებს ხშირად ვერ მისცემენ ფარჩინის კომპლექსის ინსპექციის საშუალებას, რადგან ინსპექციის პროცესი დიდ დროს მოითხოვს. მაგრამ, ირანის ამ განცხადებით, ახლა შესაძლებელია ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ექსპერტების ვიზიტის ორგანიზება. ცნობების თანახმად, ატომური ენერგეტიკის სააგენტოს წარმომადგენლები 2005 წლის შემდეგ არ ყოფილან ფარჩინის ობიექტზე და ექსპერტები, რომლებიც ბოლოხანს იყვნენ ირანში, არ შეუშვეს ამ ობიექტზე. ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ბოლოხანს განმეორებით აქვს ნათქვამი, რომ მასში კვლავაც ძლიერ შეშფოთებას იწვევს ირანის ბირთვული პროგრამის შესაძლო, სამხედრო კომპონენტი. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.
XS
SM
MD
LG