Accessibility links

logo-print

ირანს დათანხმდნენ მისი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებაზე


გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია დათანხმდნენ ირანის წინადადებას ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების განახლების შესახებ. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეთრინ ეშტონმა, რომელიც არის ექვსეულის (გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი წევრისა და გერმანიის) წარმომადგენელი ირანთან საკონტაქტოდ, სამშაბათს გამოაცხადა, რომ უპასუხა ირანის წარმომადგენლის, საიდ ჯალილისაგან თებერვალში მიღებულ წინადადებას ახალი დისკუსიის თაობაზე. ჯერ არ არის დადგენილი, სად და როდის გაიმართება მოლაპარაკება. ირანმა ასევე სამშაბათს განაცხადა, რომ მზად არის ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებს მისცეს ფარჩინის სამხედრო კომპლექსის შემოწმების უფლება. დღეს გერმანიის საგარეო სექმეთა მინისტრმა, გიდო ვესტერეველემ განაცხადა, რომ ირანის პრობლემის მოგვარებაში პრიორიტეტი ენიჭება დიპლომატიურ მოგვარებას. დასავლეთში ვარაუდობენ, რომ ფარჩინის ობიექტი არის ირანის სავარაუდო საიდუმლო ბირთვული იარაღის პროგრამის შემადგენელი ნაწილი. ატომური ენერგეტიკის სააგენტოს დელეგაცია, რომელიც ბოლო ხანს იმყოფებოდა ირანში, არ შეუშვეს ფარჩინის ობიექტზე.
XS
SM
MD
LG