Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტი ემხრობა მოწოდებას ქალთა თავისუფლების შეზღუდვისაკენ


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი მხარს უჭერს ქვეყნის უმაღლესი რელიგიური ორგანოს - მუსლიმ სწავლულთა საბჭოს მოწოდებას ქალთა თავისუფლების შეზღუდვისაკენ. მუსლიმ სწავლულთა საბჭომ პარასკევს, 2 მარტს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ქალები და მამაკაცები ერთად არ უნდა იმყოფებოდნენ სამუშაო ადგილებზე, ან სასწავლებლებში და რომ ქალს გარეთ გადაადგილებისას ყოველთვის უნდა ახლდეს ნათესავი მამაკაცი. კარზაის შეფასებით, სწავლულთა საბჭოს განცხადება შეიცავს მოწოდებას ავღანელ ქალთა არა შეზღუდვის, არამედ მათი უკეთ დაცვისაკენ. განცხადება დაგმეს ავღანელმა უფლებადამცველებმა, რომელთა აზრითაც, ავღანეთის მთავრობა კომპრომისზე მიდის თალიბ ექსტრემისტებთან, რადგან ცდილობს მათთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. მუსლიმ სწავლულთა საბჭომ გასულ თვეშიც გააკეთა განცხადება ქალთა შესახებ - მთავრობას მოუწოდა, ტელეწამყვანი ქალებისაგან მოითხოვოს თავსაფრის ტარება და მაკიაჟზე უარის თქმა.
XS
SM
MD
LG