Accessibility links

სომხეთი ბოიკოტს უცხადებს ევროვიზიის კონკურსს ბაქოში


სომხეთი აპირებს, ბოიკოტი გამოუცხადოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსს, რომლის ფინალსაც წელს, მაისში მეზობელი აზერბაიჯანი უმასპინძლებს. სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის დირექტორმა, გაგიკ ბუნათიანმა დღეს უთხრა ჟურნალისტებს, რომ სომეხი მომღერლები არ ჩავლენ ბაქოში, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. მას არ დაუკონკრეტებია გადაწყვეტილების მიზეზები. 20-მდე სომეხმა მომღერალმა თებერვალში გაავრცელა ერთობილივი მიმართვა ევროპის სამაუწყებლო კავშირისადმი და მას აუწყა, რომ არ სურს ევროვიზიის კონკურსში მონაწილება, რადგან აზერბაიჯანთან საზღვარზე სომეხი ჯარისკაცი იქნა მოკლული აზერბაიჯანელი სნაიპერის მიერ.
XS
SM
MD
LG