Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურთ


საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო და აზერბაიჯანი შეიტანენ განაცხადს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ფინალური ტურნირის მასპინძლობაზე. სააკაშვილმა ამის შესახებ განაცხადა ოთხშაბათს, აზერბაიჯანის საკანონდმებლო ორგანოში გამოსვლისას. 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლის შერჩევის პროცესი წელს დაიწყება, ხოლო გადაწყვეტილებას 2014 წელს მიიღებენ. ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს წელს ერთად მასპინძლობენ უკრაინა და პოლონეთი. შემდეგი, 2016 წლის ტურნირი საფრანგეთში გაიმართება.
XS
SM
MD
LG