Accessibility links

საფრანგეთის ლიდერი ეცდება, გაიტანოს კანონი „სომხების გენოციდის“ შესახებ


ნიკოლა სარკოზი

ნიკოლა სარკოზი

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აცხადებს, რომ ყოველ ღონეს იხმარს იმ კანონის მისაღებად, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ოსმალეთის იმპერიაში „სომხების გენოციდის“ ფაქტის უარყოფისთვის. ამ შინაარსის განცხადება სარკოზიმ გუშინ გააკეთა ელისეს სასახლეში, სადაც შეხვდა სომხური დიასპორის წარმომადგენლებს. იანვარში საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სომხების გენოციდის უარყოფას უნდა შეეფარდოს ერთი წლით პატიმრობა და ფულადი ჯარიმა 45 000 ევროს ოდენობით. მაგრამ თებერვლის მიწურულს საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა პარლამენტის გადაწყვტილება, განაცხადა რა, რომ ის არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას.
XS
SM
MD
LG