Accessibility links

logo-print

თალიბების ჩასაფრებას შვიდი პაკისტანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა


პაკისტანის უშიშროების ხელმძღვანელობის ინფორმაციით, სულ მცირე შვიდი პაკისტანელი ჯარისკაცი და რვა სავარაუდო ისლამისტი ექსტრემისტი დაიღუპა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე, ჩრდილოეთ ვაზირისტანი რეგიონში მომხდარი შეტაკების შედეგად. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შეტაკება პარასკევს პროვინციის ცენტრალურ ქალაქ მირანშანიდან 30 კილომეტრის დაშორებით, დოღა მადახელის ტერიტორიაზე მოხდა. უშიშროების ცნობით, ისლამისტებმა მოაწყვეს ჩასაფრება სამხედრო პატრულის სავალ გზაზე და დახოცეს 7 სამხედრო მოსამსახურე. შემთხვევის ადგილზე მისულმა დამხმარე ძალამ და ავიაციის მხარდაჭერით რვა ექსტრემისტი გაანადგურა. აღნიშნულ რეგიონში გამაგრებული არიან თალიბანისა და ალ ყაიდის მებრძოლები, რომლებიც რეგულარულად ესხმიან თავს უსაფრთხოების წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG