Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი უარყოფს, რომ რუსეთი მფარველობს სირიის პრეზიდენტს.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს არაბული ლიგის მინისტრებთან სირიის შესახებ მოლაპარაკებისას განაცხადა, რომ მოსკოვი „არც ერთ რეჟიმს არ იცავს“. როგორც იუწყებიან, შეხვედრა დაძაბული იყო, რადგან ლავროვი ცდილობდა დაეცვა მოსკოვის პოზიცია, დაბლოკოს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმზე საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, რომელიც ხორციელდება სირიაში ძალადობისათვის ბოლოს მოსაღებად. რუსეთი ასადის რეჟიმის ტრადიციული მოკავშირეა. გასულ თვეში მან გაეროს უშიშროების საბჭოში, ჩინეთთან ერთად ვეტოთი დაბლოკა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სირიის პრეზიდენტის დაყოლიებას გადადგომაზე. მას შემდეგ მოსკოვი არაერთხელ დაადანაშაულეს სირიის პრეზიდენტის მფარველობაში მაშინ, როცა სირიის მთავრობის ჯარები განაგგრძობენ სამხედრო ოპერაციებს მეამბოხეების წინააღმდეგ. გაეროს მონაცემებით, სირიაში 7500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული თითქმის ერთწლიანი დაპირისპირების განმავლობაში.
XS
SM
MD
LG