Accessibility links

logo-print

15 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციას განიხილავენ


ნიუ-იორკში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 15 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტს და სირიაში მიმდინარე სისხლისღვრას, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელია გრძელდება. განხილვის საგანი იქნება ლიბიაც, სადაც კვლავ არასტაბილური მდგომარეობაა. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი. შეხვედრას ასევე დაესწრება ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრი. კულუარული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და შეერთებული შტატების გენერალური მდივნის, ჰილარი კლინტონის შეხვედრაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი საუბრის მთავარი თემა სირიაში არსებული მდგომარეობა იქნება.
XS
SM
MD
LG