Accessibility links

logo-print

ავღანეთში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის გამო თალიბანი შურისძიებით იმუქრება


ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები საგანგებო რეჟიმშია გადაყვანილი. თალიბანი აცხადებს, რომ შურს იძიებს ამერიკელი ჯარისკაცის მიერ 16 ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვის გამო. ცნობების თანახმად, ამერიკელი ჯარისკაცი კვირას დილაუთენია გავიდა სამხედრო ბაზიდან და სროლა დაუწყო ავღანელ სამოქალაქო პირებს მათს სახლებში, ფანჯვაის რაიონის სოფელ ალეკოზაიში. მოკლულებს შორის არის ცხრა ბავშვი. აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა თავის ამერიკელ კოლეგას, ჰამიდ კარზაის ტელეფონით ესაუბრა და დაპირდა, რომ პასუხს აგებს ყველა პირი, რომელიც კვირას დილით ადრე, სამხრეთის პროვინცია ყანდაარში მომხდარ ამ მკვლელობებთან არის დაკავშირებული. კარზაიმ სროლას „უდანაშაულო მოქალაქეების განზრახ დახოცვა“ უწოდა და განაცხადა, რომ ამის პატიება შეუძლებელია. ავღანეთის პარლამენტი აშშ-ისგან დამნაშავეების დასჯას და საჯარო გასამართლებას მოითხოვს. თალიბანმა ამერიკელ ჯარისკაცებს „ავადმყოფური ტვინის მქონენი“ უწოდა და განაცხადა, რომ შურს იძიებს. ქაბულში აშშ-ის საელჩო თავის თანამშრომლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG