Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არ აპირებს სირიასთან სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტას


რუსი ოფიციალური პირის განცხადებით, მოსკოვი არ აპირებს სირიასთან სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტას მიუხედავად დასავლეთის მოწოდებისა, ბოლო მოეღოს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისათვის იარაღის მიყიდვას, სანამ გრძელდება ოპერაციები რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანატოლი ანტონოვის განცხადებით, რუსეთი დაიცავს არსებულ კონტრაქტებს, რომლებიც ითვალისწინებს დამასკისთვის იარაღის მიწოდებას. რუსეთის ამ, სამშაბათს გაკეთებული განცხადების ფონია უფლებადამცველ ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოჩის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სირიის ჯარები სახმელეთო ნაღმებს დებენ ლიბანის და თურქეთის საზღვრებთან - იმ მარშრუტების გასწვრივ, რომლებსაც ლტოლვილები იყენებენ კონფლიქტით მოცული რეგიონებიდან გასაქცევად. "ჰიუმან რაითს უოჩის" მონაცემებით, სირიის მარაგში არსებული ნაღმები, უმეტესწილად, საბჭოთა ან რუსული წარმოებისაა.
XS
SM
MD
LG