Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთს ადანაშაულებენ ვაჭრობის საერთაშორისო წესების დარღვევაში


შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ჩინეთისთვის უშედეგოდ არ ჩაივლის საერთაშორისო ვაჭრობის წესებისათვის „გვერდის ავლა“. ობამას თქმით, ვაშინგტონი შეიტანს საჩივარს ჩინეთის წინააღმდეგ შეზღუდვის გამო, რომელიც ამ ქვეყანამ დააწესა იშვიათ მიწათა მასალების ექსპორტზე. ეს მასალები გამოიყენება ტექნოლოგიის ელემენტების დასამზადებლად. აშშ, ევროკავშირთან და იაპონიასთან ერთად, საჩივარს შეიტანს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის, კარელ დე ჰუხტის განცხადებით, ჩინეთის საექსპორტო კვოტები და ტარიფები ჩინეთის ფირმებს ანიჭებს უსამართლო უპირატესობას საერთაშორისო კონკურენციაში, რის გამოც საჭიროა მათი გაუქმება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, რომელსაც ის აკეთებს იშვიათ მიწათა მასალების ექსპორტის შეკვეცასთან დაკავშირებით, პეკინმა უნდა შეკვეცოს ზიანი, რომელიც გარემოს ადგება და გაუფრთხილდეს იშვიათ ბუნებრივ რესურსებს.
XS
SM
MD
LG