Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი დააჯარიმეს კანონის დარღვევის გამო


რუსეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ცნობილი ბლოგერი ალექსეი ნავალნი 1000 რუბლით (34 დოლარით) დააჯარიმეს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევაში ბრალდების საფუძველზე. მოსამართლემ ის დამნაშავედ სცნო, რადგან „ზოგმა დემონსტრანტმა უარი თქვა, წასულიყო ნავალნის ორგანიზებით მოსკოვში, პუშკინის მოედანზე 5 მარტს ჩატარებული დემონსტრაციიდან“ მას შემდეგ, რაც ამოიწურა დემონსტრაციისათვის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განსაზღვრული დრო. ნავალნიმ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას. ნავალნიმ სახელი გაითქვა თავისი ბლოგით რუსეთში კორუფციის პრობლემაზე.
XS
SM
MD
LG