Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეწვია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი


სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში, დღეს თბილისს ეწვია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე. ქართველ კოლეგა გრიგოლა ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ვესტერველემ აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოსა და ნატოს შორის პარტნიორობის გაღრმავებას. მისივე თქმით, ავღანეთის ოპერაციაში აქტიური მონაწილეობით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში. ვესტერველე შეხვდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც და სიტყვით გამოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
XS
SM
MD
LG