Accessibility links

ნუგზარ წიკლაური ირაკლი ალასანიას განცხადებას აკრიტიკებს


საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ ირაკლი ალასანიას განცხადება შესაძლო სამოქალქო დაპირისპირების შესახებ, სამართალდამცავთა დაკვირვების საგნად უნდა იქცეს. "როცა ალასანია სამოქალაქო ომზე საუბრობს, შემაშფოთებელი და საყურადღებო ფაქტია, რადგან თუ ის ერთ მხარედ ხელისუფლებას მოიაზრებს, უნდა არსებობდეს მეორე მხარეც, რომელსაც ასევე აქვს იარაღი. შესაბამისად, ეს მისი მხრიდან შეიძლება, წამოცდენაა და თუ "ქართულ ოცნებას" შეიარაღება აქვს, სამართალდამცავი ორგანოებისთვის კარგი დაკვირვების მასალაა" - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს წიკლაურმა. რაც შეეხება გასამხედროებულ ჯგუფებს, დეპუტატის თქმით, "ისეთ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, მოსახლეობაში სამხედრო უნარ-ჩვევები ამაღლებული უნდა იყოს, ამიტომ თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო პროექტი და მოქალაქეებს ნებაყოფლობით უტარდებათ ერთკვირიან სწავლება და თავდაცვის სხვადასხვა საშუალებებს ეუფლებიან."
XS
SM
MD
LG