Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი ფხენიანს მოუწოდებს „გადახედოს“ რაკეტის გაშვების გეგმას


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა გადახედოს რაკეტის გაშვების გეგმას, რომლის განხორციელებაც მომავალ თვეში უნდა მოხდეს. გავრცელებულ განცხადებაში გაეროს გენერალური მდივანი ამბობს, რომ რაკეტის გაშვებით დაირღვევა გაეროს სანქციათა რეზოლუცია. ჩრდილოეთმა კორეამ პარასკევს უფრო ადრე გამოაცხადა, რომ გრძელი რადიუსის რაკეტას გაუშვებს, რომელზეც სატელიტი იქნება მთავსებული. აშშ მიიჩნევს, რომ ამ გეგმის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეისთვის საკვებით დახმარების გამოყოფა „რთული წარმოსადგენი“ იქნება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა, ვიქტორია ნულანდმა თქვა, რომ რაკეტის გაშვება წინააღმდეგობაში მოვა იმ დაპირებებთან, რომლებიც ფხენიანმა თებერვალში დადო და რომლებიც იალისწინებს ურანის გამდიდრების შეწყვეტას და ბირთვული და გრძელი რადიუსის რაკეტების გამოცდის შეჩერებას, სასურსათო დახმარების მიღების სანაცვლოდ. ფხენიანის გეგმა დაგმეს სამხრეთმა კორეამ და იაპონიამაც.
XS
SM
MD
LG