Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანრი კაშია მიწას მიაბარეს


პუბლიცისტი, მწერალი და მკვლევარი ჯანრი კაშია 18 მარტს თბილისში, ვერის სასაფლაოზე დედის გვერდით დაკრძალეს. იგი 11 მარტს 72 წლის ასაკში პარიზში, კარდიოლოგიური ოპერაციის შედეგად გარდაიცვალა. სხვადასხვა დროს ჯანრი კაშია მიუნხენში რადიო თავისუფლების თანამშრომელი იყო, იკვლევდა იოანე პეტრიწის ცხოვრებას, აქვეყნებდა პუბლიკაციებს ილიასა და ვაჟას შემოქმედებაზე, კითხულობდა ლექციებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში. საქართველოში 2004 წელს დაბრუნების შემდეგ ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივი საქმიანობას. ჯანრი კაშია თბილისში პარიზიდან 16 მარტს, გამთენიისას ჩამოასვეს. მის დაკრძალვას ვერის სასაფლაოზე საქართველოს პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები და უამრავი ადამიანი დაესწრო.
XS
SM
MD
LG