Accessibility links

logo-print

დამასკში შეტაკებები მიმდინარეობს


სირიის დედაქალაქიდან იუწყებიან მეამბოხეებსა და მთავრობის ჯარებს შორის შეტაკებების შესახებ. აქტივისტების ცნობით, ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს ალ-მეზას რაიონში, სადაც უშიშროების სამსახურის რამდენიმე ობიექტი მდებარეობს. ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, დაიჭრა მთავრობის ჯარების 18 წევრი. შეტაკებები დაიწყო მას შემდეგ, რაც ბოლო დღეებში 30-მდე ადამიანი შეიწირა დასამკში და ალეპოში მოწყობილმა აფეთქებებმა. სირიის საკითხზე მოსალაპარაკებლად, იმართება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტის, იაკობ კელენბერგერის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. საუბრის თემაა სირიის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
XS
SM
MD
LG