Accessibility links

logo-print

პაკისტანში შეტაკებებმა, სულ ცოტა, რვა ადამიანი შეიწირა


პაკისტანში, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა ჯარისკაცებსა და ექსტრემისტებს შორის შეტაკებების შედეგად. ინციდენტი მოხდა ავღანეთის მოსაზღვრე ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში. უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოთხი ექსტრემისტი და ერთი ჯარისკაცი დაიღუპნენ შეტაკებაში, რომელიც დაიწყო კვირას, მირანშაჰში არმიის პოსტზე ექსტრემისტების იერიშით. ოფიციალური პირების თქმით, სამხედროებმა საპასუხო იერიში წამოიწყეს ორშაბათს დილით, სავარაუდო ექსტრემისტების თავშესაფრებზე ოპერაციით. ცნობების თანახმად, დაიღუპა სამი სამოქალაქო პირი, დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. დამოუკიდებელ წყაროებს არ გაუვრცელებიათ მსხვერპლის შესახებ ამ მონაცემების დამადასტურებელი ინფორმაცია.
XS
SM
MD
LG