Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი: აშშ და ავღანეთი დგანან შეთანხმების გაფორმების გზაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარის კლინტონის განცხადებით, შეერთებული შტატები და ავღანეთი დგანან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმების გზაზე და ამ შეთანხმებას, რომელიც ეხება ორი ქვეყნის მომავალ ურთიერთობას, სავარაუდოდ ხელს მოაწერენ ნატოს მაისის სამიტამდე ან სამიტის დროს. კლინტონი ავღანეთთან შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მზადებას შეეხო ვაშინგტონში, ავღანელ კოლეგა ზალმაი რასულთან შეხვედრის შემდეგ გამოსვლისას. ზალმაი რასულმა კი აღნიშნა, რომ „სოლიდური საფუძველი“ ეყრება ვაშინგტონთან პარტნიორობას მას შემდეგ, რაც ავღანეთს 2014 წლის ბოლომდე დატოვებენ შეერთებული შტატების საბრძოლო შენაერთები.
XS
SM
MD
LG