Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალიში სამხედროებმა პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს


მალიში ამბოხებულმა სამხედროებმა პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს და რამდენიმე მინისტრი დააპატიმრეს. ამის შესახებ სააგენტო ”ფრანს პრესს” ერთ-ერთმა ამბოხებულმა ანონიმურობის დაცვის პირობით აცნობა. მისი თქმით, დაკავებულთა შორის არის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ხუთშაბათს რამდენიმე სამხედრომ სახელმწიფო ტელევიზიით გამოაცხადა, რომ პრეზიდენტ ამადუ ტუმანი ტურეს მმართველობა დასრულდა. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ მალის პრეზიდენტი უსაფრთხო ადგილას იმყოფება. ამბოხებულები აცხადებენ, რომ ძალაუფლებას ახლად არჩეულ მთავრობას გადასცემენ. ამბოხებულთა ლიდერი - ამადუ სანოგო ტელევიზიით წარდგენილი იყო, როგორს სახელმწიფოსა და დემოკრატიის აღდგენის ახლადშექმნილი ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე. მან საგანგებო ვითარების შემოღების შესახებ გამოაცხადა. გაეროს უშიშროების საბჭომ მოუწოდა კონფლიქტის მხარეებს სიმშვიდისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვისკენ. თვეზე ნაკლებ დროში მალიში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ტელევიზიით გამოსვლისას ამობხებულებს არ უთქვამთ ჩატარდება, თუ არა არჩევნები დანიშნულ დროს.
XS
SM
MD
LG