Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალ-ყაიდის ლიდერი ავღანელებს მოუწოდებს „ჯვაროსან ღორებთან“ ბრძოლისაკენ


ალ-ყაიდის ლიდერი, აიმან ალ-ზავაჰირი აცხადებს, რომ შოკირებული და აღშფოთებულია ვიდეოთი, რომელზეც ასახულია, როგორ აშარდავენ ამერიკელი საზღვაო ქვეითები მოკლულ თალიბებს. ექსტრემისტების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ახალ აუდიომიმართვაში, ზავაჰირი ავღანელებს მოუწოდებს, მისი თქმით, „ჯვაროსან ღორებთან“ ბრძოლისაკენ. ზავაჰირი ალ-ყაიდის სათავეში მოექცა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა შარშან მოკლეს ოსამა ბინ ლადენი. ახალ აუდიომიმართვაში ის გმობს ავღანეთში ამერიკელების მიერ ყურანების შეცდომით დაწვასაც. ამასთან, ზავაჰირი, რომლის ადგილსამყოფელიც უცნობია, არაფერს ამბობს ამერიკელ ჯარისკაცზე, რომელიც დაპატიმრებულია მიმდინარე თვეში 16 ავღანელი სამოქალაქო პირის დახოცვაში ბრალდების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG