Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში საპროტესტო აქციას მართავენ ინდუიზმის მიმდევრები


პაკისტანში რამდენიმედღიან აქციას მართავენ ინდუიზმის მიმდევრები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ პაკისტანში ამ, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების ისლამზე იძულებით მოქცევისა და ახალგაზრდა ინდუისტი ქალების მოტაცების გამო. ათასობით ინდუისტი ოთხშაბათიდან მონაწილეობს საპროტესტო სვლაში სამხრეთ პაკისტანში მდებარე სინდის პროვინციაში ქალაქ მირპურ ხასიდან ქალაქ ჰაიდერაბადისაკენ. პაკისტანელი ინდუისტების საბჭოების ლიდერის, რამეშ კუმარის განცხადებით, 2008 წლიდან მოყოლებული, კვირაში, საშუალოდ, სამ ინდუისტ ქალს იტაცებენ. მათ აიძულებენ ისლამზე მოქცევას და მუსლიმ მამაკაცებზე დაქორწინებას. ინდუისტების ნაწილი უარყოფს ამ ბრალდებას. ინდუიზმის მიმდევრები შეადგენენ პაკისტანის 180-მილიონიანი მოსახლეობის ორამდე პროცენტს.
XS
SM
MD
LG