Accessibility links

უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია ცნობილია


ამერიკელი მომღერლის უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია ცნობილია. სიკვდილის მიზეზი დახრჩობა გახდა, რომელიც გულის უკმარისობამ გამოიწვია. თავად გულის უკმარისობის მიზეზი კი გამოძიების დასკვნით, ნარკოტიკია. ამის შესახებ ხუთშაბათს გამოძიების წარმომადგენელმა განაცხადა. გარდაცვლილს ორგანიზმში აღმოაჩნდა კოკაინისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების კვალი. შეგახსენებთ, რომ 48 წლის მომღერალი უიტნი ჰიუსტონი 12 თებერვალს ლოს-ანჯელესში, სასტუმროს აბაზანაში იპოვეს გარდაცვლილი.
XS
SM
MD
LG