Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა ახალი სანქციები დაუწესა სირიას, ბელორუსიას და ირანს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახალი სანქციები დაუწესეს სირიას, ბელორუსიას და ირანს. პარასკევს დამტკიცებულ ზომებს შორისაა ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვა და საბანკო ანგარიშების გაყინვა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ცოლის, ასმასთვის, ასევე ათი სხვა სირიელისთვის. ევროკავშირმა ადრე დაუწესა სანქციები სირიის 150 კომპანიას და მოქალაქეს ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობის გამო. ბელორუსიის შემთხვევაში, მინისტრებმა უკვე არსებულ სიას დაუმატეს 29 ფირმა და 12 პირი. ირანის 17 მოქალაქე შეიყვანეს მათ სიაში, ვისაც ეკრძალება მოგზაურობა და გაუყინეს ანგარიშები. ევროკავშირმა დააწესა ასევე ირანში იმ მოწყობილობის შეტანა, რომელიც სამეთვალყურეოდ გამოიყენება.
XS
SM
MD
LG