Accessibility links

logo-print

რომის პაპმა კუბას მოუწოდა, უარი უთხრას მარქსიზმს


რომის პაპმა, ბენედიქტე მე-16-მ მოუწოდა კუბას უარი უთხრას მარქსისტულ იდეოლოგიას, როგორც ქვეყნის განვითარების საფუძველს. რომიდან მექსიკაში მიმავალმა პაპმა, თვითმფრინავში მყოფ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მარქსიზმი, აშკარად აღარ მიესადაგება რეალობას. რომის პაპის განცხადებით, მარქსისტული მოდელისთვის უარის თქმა მოითხოვს მოთმინებას და გადაჭრით მოქმედებას და რომ კათოლიკური ეკლესია მზად არის ამ პროცესს ხელი შეუწყოს დიალოგის სულისკვეთებით. ბენედიქტე მე-16-მ განსაჯა ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ძალადობა მექსიკაში, სადაც, 2006 წლიდან, ზოგიერთი მონაცემით, 50 ადამიანი გახდა მისი მსხვუერპლი. პაპი მექსიკაში 24-26 მარტს დარჩება. შემდეგ ის ორი დღით კუბას ესტუმრება.
XS
SM
MD
LG