Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო კალანდაძის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წასაშლელად მუშაობა მიმდინარეობს


„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წასაშლელად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს“ - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისი კომენტარი მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს დაავალა ბედიის, მოქვისა და სხვა ეკლესიების რესტავრაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. კალანდაძის თქმით, ქართული მხარე აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც უშუალო პასუხისმგებლები არიან და ზრუნავენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ კვირაში ჟენევის დისკუსიის მე-19 რაუნდზე თბილისის დელეგაცია მკაცრად დასვამს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის და მათ დასაცავად საერთაშორისო ორგანიზაციების გააქტიურების საკითხებს.
XS
SM
MD
LG