Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეულის სამიტი დასრულდა კომუნიკეს მიღებით


სეულში დასრულდა ბირთვული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტი, რომლის მონაწილეებიც გამოვიდნენ მოწოდებით მკაცრი ზომებისაკენ, ბირთვული ტერორიზმის საფრთხის აღსაკვეთად. სამიტის მონაწილეებმა - 50-ზე მეტი ქვენის ლიდერებმა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა - მიიღეს კომუნიკე, რომელიც შეიცავს მოწოდებას მაღალგამდიდრებული ურანის სამოქალაქო მიზნებისათვის გამოყენების შესამცირებელი ზომებისაკენ. მაღალგამდიდრებული ურანი ატომური ბომბის დასამზადებლადაც გამოიყენება. კომუნიკეზე ხელმომწერები საჭიროდ მიიჩნევენ ასევე რადიაქტიული მასალის დასაცავი უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას.
XS
SM
MD
LG