Accessibility links

logo-print

პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ექვსი ადამიანი მოკლეს


პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი და ცეცხლი წაუკიდეს ათობით მანქანას. თავდასხმები სამშაბათს მოეწყო სამხრეთში მდებარე საპორტო ქალაქ კარაჩიში. ეს ძალადობა მოჰყვა ორშაბათს ამავე ქალაქში წამყვანი პოლიტიკური პარტიის, „მუტაჰიდა ყაუმის მოძრაობის“ ორი წევრის მკვლელობას. სამშაბათს დილით, როცა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა მკვლელობების შესახებ, ქუჩებში გავიდნენ შეიარაღებული პირები. ბოლო ინციდენტების გამო შიშობენ, რომ კარაჩიში შესაძლოა, ისევ გამწვავდეს ვითარება მას შემდეგ, რაც შარშან ძალადობამ 1700-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
XS
SM
MD
LG