Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: სირიის ხელისუფლება ბავშვებს შეგნებულად იღებს სამიზნეში


სირიის ხელისუფლება შეგნებულად დევნის ბავშვებს და სასტიკად ექცევა მათ - განაცხადა დაეროს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელმა ნავი პილეიმ. BBC-ისათვის მიცემულ ინტერვიუში მან შეშფოთება გამოთქვა ასობით ბავშვის გამო, რომლებიც სირიაში არიან დაკავებულნი - მათ მძიმე პირობებში, უფროსებთან ერთად ამყოფებენ, უარს ეუბნებიან აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე და ხშირად მძევლად ან ინფორმაციის წყაროდ იყენებენ. პილეიმ ხაზი გაუსვა, რომ ბაშარ ასადს შეუძლია ერთი ბრძანებით აღკვეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა და გაათავისუფლოს პატიმარი ბავშვები.
XS
SM
MD
LG