Accessibility links

ბელორუსი ოპოზიციონერები არ გაუშვეს ევროკავშირის შეხვედრაზე


ბელორუსიის პოლიციამ სამი ოპოზიციონერი ჩამოსვა მინსკი-მოსკოვის მატარებლიდან, რათა არ დაეშვა მათი მოსკოვიდან გამგზავრება ბრიუსელში, ევროკავშირის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შესახვედრად. ანატოლ ლებედკოს, სერგეი კალიაკინსა და ალექსანდრ ატროშჩანკოვს წაუყენეს ხულიგნობის ბრალდებები მას შემდეგ, რაც წუხელ ჩამოსვეს მატარებლიდან აღმოსავლეთ ბელორუსიის ქალაქ ვორშაში და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ეს არის მორიგი შემთხვევა, როცა ბელორუსიის ხელმძღვანელობა ოპოზიციონერებს, უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს არ აძლევს ევროკავშირის შეხვედრებზე გამგზავრების საშუალებას. მინსკის მიერ ზომების გამკაცრება მოჰყვა ევროკავშირის ბოლოდროინდელ სანქციებს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ. სამმა აქტივისტმა, როგორც ჩანს, სცადა, თავი აერიდებინა ბელორუსიიდან ევროკავშირში გამგზავრების შეზღუდვისათვის და ამის გამო სცადა, რუსეთის გავლით ჩასულიყო ბრიუსელში.
XS
SM
MD
LG