Accessibility links

logo-print

მოსკოვში 2010 წლის ტერაქტების მსხვერპლს მიაგებენ პატივს


მოსკოვში დღეს ორი წლის წინ მოსკოვის მეტროში ტერაქტებისას დაღუპულებს იხსენებენ. მეტროსადგურებთან - ”პარკ კულტური” და ”ლუბიანკა” - მიაქვთ ყვავილები, დაღუპულთა ფოტოები და ანთებენ სანთლებს. ზუსტად ორი წლის წინ დილით, პიკის საათში 40 წუთის სხვაობით ორმა თვითმკვლელმა მეტროს ვაგონებში აიფეთქა თავი. დაიღუპა 40 ადამიანი და დაშავდა 160-მდე. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, დღეისთვის დადგენილია ამ ტერაქტების ყველა შემსრულებელი და ორგანიზატორი. აფეთქება განახორციელეს თვითმკვლელმა ტერორისტებმა, დაღესტნელებმა - ჯანეტ აბდურახმანოვამ და მარიამ შარიპოვამ. ტერაქტის კიდევ ერთ შემსრულებელ ჰუსენ მაგომედოვზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. აფეთქებების ორგანიზატორად დასახელდა დაღესტნელი მეამბოხეების ერთ-ერთი ლიდერი მაგომედალი ვაგაბოვი. ის 2010 წლის აგვისტოში დაღესტანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.
XS
SM
MD
LG