Accessibility links

უკრაინაში გაუპატიურების მსხვერპლი 18 წლის ქალი გარდაიცვალა


უკრაინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 18 წლის ქალი, რომლის გაუპატიურებისა და მოკვლის მცდელობის ფაქტმა შეაძრწუნა მთელი უკრაინა, გარდაიცვალა. გამომძიებლების განცხადებით, ოქსანა მაკარი 9 მარტს სამხრეთის ქალაქ მიკოლაივში სამმა კაცმა გააუპატიურა. თავდამსხმელებმა შემდეგ მსხვერპლის დახრჩობა სცადეს და მას ცეცხლი წაუკიდეს. ოქსანა მაკარი გადარჩა. ის საავადმყოფოში მძიმე დამწვრობითა და ფილტვების დაზიანებით მიიყვანეს. დონეცკის საავამდყოფოს თანამშრომლის თქმით, ოქსანა თითქმის სამი კვირის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს. ის ხუთშაბათს გარდაიცვალა. დანაშაულის ფაქტმა მთელი უკრაინა შეაძრწუნა და საყოველთაო პროტესტი გამოიწვია სამართალდამცავების მიმართ მას შემდეგ, რაც მათ ორი ეჭვმიტანილი, რომელთა მშობლები რეგიონული მთავრობის ყოფილი ჩინოვნიკები იყვნენ, გაათავისუფლეს. საბოლოოდ სამივე ეჭვმიტანილი დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს გაუპატირების მუხლით, ერთ-ერთს კი - განზრახ მკვლელობის მუხლით.
XS
SM
MD
LG