Accessibility links

logo-print

ერაყში არაბული ლიგის სამიტი მიმდინარეობს


ერაყში არაბული ლიგის სამიტში მონაწილეობის მისაღებად კუვეიტის ამირა ჩავიდა. ეს არის კუვეიტის ლიდერის პირველი ვიზიტი ერაყში 1990 წლის შემდეგ. შეიხი საბა ალ-აჰმად ალ-საბა არის ერთ-ერთი არაბული ლიგის 6 ქვეყნის ლიდერებს შორის, ვინც დღეს ბაღდადს ეწვია. ლიგის წევრი 22 ქვეყნის ლიდერთაგან დღევანდელ სამიტში მონაწილეობს სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელზეც ომის დანაშაულის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ძებნა აქვს გამოცხადებული. სამიტში მონაწილეობს გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი. ბოლო ოცი წლის განმავლობაში ასეთი სამიტი პირველად ტარდება ბაღდადში. მოელიან, რომ სამიტზე მიიღებენ რეზოლუციას სირიაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით. თუმცა, არ არის მოსალოდნელი, რომ მონაწილეები ბაშარ ალ-ასადის გადადგომას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG