Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის სამხრეთში 29 ადამიანი დაიღუპა ეროვნული არმიისა და „ალ-ყაიდის“ მებრძოლების შეტაკებაში


იემენის სამხრეთში, პროვინცია ლაჰიჯიში 29 ადამიანი დაიღუპა ეროვნული არმიისა და „ალ-ყაიდის“ მებრძოლების შეტაკებაში. როგორც „ფრანს პრესი“ იტყობინება არმიის ოფიცერსა და ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, მოკლულია 17 ჯარისკაცი და 12 მეამბოხე. სამხედრო ავიაცია და სახმელეთო ჯარები განაგრძობენ მეამბოხეთა მიერ ხელში ჩაგდებული ალ-ჰორურის ბლოკ-საგუშაგოს იერიშს. ბლოკ-საგუშაგოს ხელში ჩაგდებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ისლამურმა დაჯგუფება „ანსარ ალ-შარიამ“, რომელიც „ალ-ყაიდასთან“ არის კავშირში. მეამბოხეები თავს დაესხნენ არმიის ორ ბრიგადას, რომლებიც პროვინცია აბიანის დედაქალაქ ჯინჯიბარისთვის აწარმოებენ ბრძოლებს. ლაჰიჯიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე აბიანი „ალ-ყაიდის“ შენაერთებმა გასული წლის მაისში დაიკავეს.
XS
SM
MD
LG