Accessibility links

logo-print

თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრთან საპროტესტო აქცია გაიმართა


თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრთან საპროტესტო აქცია გამართეს დასიდან დათხოვნილმა მსახიობებმა. ისინი თეატრის მმართველს მიხეილ ანთაძეს უფლებების შელახვასა და ნეპოტიზმში ადანაშაულებენ და თანამდებობიდან მის გადადგომას მოითხოვენ. თეატრიდან დათხოვნის უმთავრეს მიზეზად მსახიობები მიიჩნევენ მათი ურთიერთობის გაგრძელებას ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ ”ქართუსთან” და თეატრში არსებული პრობლემების შესახებ წერილის გაგზავნას საქართველოს კულტურის მინისტრისთვის. საპროტესტო აქციის მონაწილე მსახიობებმა მიხეილ ანთაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა, მათი განცხადებით, თეატრის შენობაში არ შეუშვეს.
XS
SM
MD
LG