Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თვითმკვლელმა იმსხვერპლა 10 ადამიანი


ავღანეთის ჩრდილოეთში სულ ცოტა 10 ადამიანი იმსხვერპლა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. დაღუპულთა შორის სამი ამერიკელი სამხედრო იყო. თავდასხმა ფარიაბის პროვინციის დედაქალაქ მაიმანაში მოხდა. ეს ტერიტორია შედარებით მშვიდობიანად ითვლებოდა. თავდამსხმელი ასაფეთქებელი მასალით აღჭურვილ მოტოციკლზე იჯდა. თალიბანმა აიღო პასუხისმგებლობა აფეთქებაზე. მსხვერპლის რაოდენობაზე განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. თავდასხმა მოხდა მაშინ, როცა უცხოელი სამხედროები პარკში ფოტოებს იღებდნენ. მიმდინარე წელს ავღანეთში დაახლოებით 100 უცხოელი ჯარისკაცი მოკლეს.
XS
SM
MD
LG