Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა


ჟურნალისტებისთვის გამართული ბრიფინგის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია ”ქართული ოცნების” პოლიტიკური სუბიექტების ლიდერები შეხვდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ივანიშვილმა განაცხადა, რომ დიპლომატებს მისი მოქალაქეობის საკითხის გამო პრინციპული პოზიციის გამოხატვა სთხოვეს და აუხსნეს, რატომ არ აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა "ქართული ოცნების" ოფისი უკომენტაროდ დატოვეს. მანამდე აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი „სამართლიანად და სწრაფად“ მოაგვაროს. „აშშ მიიჩნევს, რომ მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობა უნდა განხორციელდეს კანონის წინაშე თანასწორობის ძირითადი პრინციპის დაცვით და ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სამართლიანად და სწრაფად გადაწყვიტოს ბატონი ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი“, - განუცხადა 5 აპრილს ჯონ ბასმა ჟურნალისტებს.
XS
SM
MD
LG