Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა კათოლიკე მრევლს და სომეხ ხალხს აღდგომის დღესასწაული მიულოცა


საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებული საგანგებო განცხადებებით აღდგომის დღესასწაული მიულოცა კათოლიკე მრევლს და სომეხ ხალხს. „სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობამ საუკუნეები გამოიარა და ჩვენმა ეკლესიებმა უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოს ქრისტიანულ ცივილიზაციაში. უნიკალური და ფასდაუდებელია ის ძალისხმევა, რომელიც საქართველოს ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობაში შეაქვთ“ - ვკითხულობთ სომეხი ხალხისადმი მილოცვაში. კათოლიკე მრევლისადმი მიმართვაში კი სააკაშვილი ამბობს: „ არ შევუდგები იმ უდიდესი ქართველი და არა მარტო ქართველი კათოლიკეების სახელობით ჩამოთვლას, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში. საქართველოში კათოლიკე ეკლესიის მრევლი ისტორიულად იყო და დღესაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული საყრდენი, საქართველოში ევროპული ცოდნისა და გამოცდილების პოპულარიზატორი“.
XS
SM
MD
LG