Accessibility links

logo-print

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად ლეონიდ თიბილოვი აირჩიეს


ცხინვალი,2012 წლის 8 აპრილი

ცხინვალი,2012 წლის 8 აპრილი

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დათვლილია 8 აპრილს პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის მიცემული ხმების 100%.

ცესკოს თავმჯდომარე ბელა პლიევა იუწყება, რომ ლეონიდ თიბილოვმა მიიღო 54,12%, დავით სანაკოევმა - 42,65%.

არჩევნების შედეგებზე საბოლოო ოქმი ხუთი დღის განმავლობაში გამოქვეყნდება. ვარაუდობენ, რომ ეს დღეს საღამოს, ან ხვალ მოხდება.

განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 25 მარტს ჩატარდა. მეორე ტურში სამხრეთი ოსეთის უშიშროების უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი და ომბუდსმენი დავით სანაკოევი გავიდნენ. სანაკოევმა აღიარა დამარცხება და თიბილოვს პრეზიდენტობა მიულოცა.
XS
SM
MD
LG