Accessibility links

logo-print

საქართველოში 9 აპრილს დაღუპულებს იხსენებენ


საქართველოში 9 აპრილის ტრაგედიის 23-ე წლისთავს აღნიშნავენ. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიის სამხედროებმა დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, რომლის მონაწილენი საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. დაიღუპა 21 და დაშავდა ასობით ადამიანი. 9 აპრილს დაღუპულებს რუსთაველის გამზირზე მდებარე მემორიალთან დღეს პატივი მიაგეს საზოგადოების, ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
XS
SM
MD
LG