Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრი პეკინს სტუმრობს


თურქეთის პრემიერ-მინისტრი, რეჯებ ტაიპ ერდოანი პეკინს სტუმრობს. ბოლო 27 წლის მანძილზე პირველად ხდება, რომ თურქეთის პრემიერი ჩინეთში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „სინხუას“ ცნობით, ერდოანი სათავეში უდგას 300 ბიზმესმენისგან შემდგარ დელეგაციას, რომლებსაც სურთ თურქეთში ჩინეთიდან მეტი ინვესტიციის მიზიდვა, ჩინეთში კი თურქეთის პროდუქციის ექსპორტის გაძლიერება. ერდოანი ორშაბათს პრემიერ-მინისტრ ვენ ძიაბაოს უნდა შეხვდეს, სამშაბათს - პრეზიდენტ ჰუ ძინტაოს. ერდოანი - რომელიც სირიის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსია - აცხადებს, რომ მათი მოლაპარაკებების მთავარი თემა სირიაში შექმნილი კრიზისი იქნება. პეკინში ერდოანი ჩინეთის შორეულ დასავლეთში მდებარე სინიანის რეგიონში კვირას განხორციელებული ვიზიტის შემდეგ ჩავიდა. სინიანში ეთნიკური უიღურები ცხოვრობენ - რომლებაც თურქებთან ეთნიკური და კულტურული კავშირები აქვთ. გასულ წლებში ანკარა მწვავედ აკრიტიკებდა ამ რეგიონში ანტი-სამთავრობო გამოსვლებზე მთავრობის მხრიდან გატარებულ რეპრესიებს.
XS
SM
MD
LG