Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლგოგრადის გუბერნატორს იტალიაში მოგზაურობის გამო აკრიტიკებენ


ვოლგოგრადის გუბერნატორ სერგეი ბოჟენოვს და მასთან ერთად რეგიონის ხელისუფლების 40 მოხელეს და მათ მეუღლეებს გასული უქმე დღეების იტალიაში გატარება შესაძლოა ძვირად დაუჯდეთ. ცნობილ ანტიკორუფციონერ ბლოგერ ალექსეი ნავალნისა და ადგილობრივი ოპოზიციური ვებსაიტების თანახმად, უნდა დაიწყოს გამოძიება, თუ რატომ დაემთხვა ეს მივლინება გუბერნატორის დაბადების დღეს და დაიხარჯა თუ არა ამ მოგზაურობისათვის სახელმწიფო თანხები. „ნეზავისიმაია გაზეტას“ თანახმად, ვოლგოგრადის ადგილობრივი ხელისუფლების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ იტალიის კურორტზე საქმიანი შეხვედრა გაიმართა იტალიის აგრარული სფეროს წარმომადგენლებსა და ექსპერტებთან; მოხელეთა მეორე ნაწილი კი განმარტავს, რომ ეს იყო საკუთარი ჯიბიდან დაფინანსებული მოგზაურობა. სკანდალის ცენტრში აღმოჩენილი ვოლგოგრადის გუბერნატორი სერგეი ბოჟენოვი ორი თვეც არაა, რაც აღნიშულ თანამდებობაზე რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განკარგულებით დანიშნა.
XS
SM
MD
LG